ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 14, 2020

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა. კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. „ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც ...

Read More »

“ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება”

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 830 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით დაიღუპა 279 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყნის ხუთ დიდ ქალაქს შორის მიმოსვლაზე შეზღუდვები წესდება, მათ შორისაა თეირანიც, სადაც ვირუსის გავრცელების კუთხით, მძიმე მდგომარეობაა. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, თერიანში საჯარო სივრცებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის ...

Read More »

ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ავტოქარხნის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ კვიცარიძეს გუშინ ცხელების სიმპტომები ჰქონდა, დღეს კი კორონავირუსზე ჩატარებული ტესტით ვირუსი დაუდასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში კორონავირუსის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ 150 ადამიანს დაუდასტურდა.

Read More »

რაჭაში 1 400 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს 14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 1 400 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული. სააგენტოს ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. უწყების ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელიან. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში ...

Read More »

ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი წარადგინა

ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მომზადებულიყო, გამოეყენებინა შესაძლებლობა, რომ პარლამენტში მეტი, საქმეზე ორიენტირებული პარტია შევიდეს, იყოს მეტი დიალოგი, მეტი თანამშრომლობა, ჩვენ დავინახეთ რომ, ოპოზიციის ერთმა ნაწილმა 150 დეპუტატის ნაცვლად წარადგინა, პრემიერ-მინისტრობის 150 კანდიდატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სიმართლე არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების მხარდაჭერით ამ წლების განმავლობაში გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რათა ჩვენ გვქონდეს ...

Read More »

ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა

წყალტუბოს „სამგურალის“ სპორტულ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა. გამოცდილი სპეციალისტი, მწვრთნელთა „ა“ ლიცენზიის მფლობელი კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. კლუბისთვის ფინანსურად ურთულეს წლებში იყო გუნდის კაპიტანი და წამყვანი ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალი 2“-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მერე იყო „სამგურალის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ბოლოს, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამას ხელმღვანელობდა და პარალელურად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებდა. საფეხბურთო კარიერის დროს ბესიკ ხაჭიპერაძე „სამგურალის“ გარდა თამაშობდა მოლდოვურ „ნისტრუში“, თბილისის ...

Read More »