ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 15, 2020

დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება – კალაძე

დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ წვეულებებისგან და მსგავსი შეკრებებისგან თავი შეიკავონ. „ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ხშირია წვეულებები, სხვადასხვა ტიპის შეკრებები. ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავირიდოთ, მაქსიმალურად თავი შევიკაოთ, თუმცა დაკეტვა და აკრძალვები, როგორც პირველ ეტაპზე გვქონდა, გამორიცხულია, აღარ იქნება. ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის ...

Read More »

დაახლოებით ორ კვირაში, საქართველო კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო, დაახლოებით ორ კვირაში, კორონავირუსის ნახევარ მილიონ ტესტს მიიღებს. მისივე თქმით, აღნიშნული ტესტები შედეგს 15 წუთში აფიქსირებს. „კიდევ ნახევარი მილიონი „კოვიდის“ სწრაფი ტესტია შეკვეთილი. თუ გაზაფხულზე ძალიან მაღალი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა სწრაფ ტესტებს, რადგან ბევრ ცრუ დადებით და უარყოფით რეაქციებს იძლეოდა, ახლა უკვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე ტესტს მისცა ნებართვა გამოყენებაზე. ...

Read More »

“მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს”

მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს – ამის შესახებ აღნიშნულია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერის, გია ჟორჟოლიანის განცხადებაში. „დღეს საქართველოში კოვიდინფიცირებულთა საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 919 ადამიანი, ამათგან 366 მოქალაქე – თბილისში. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ინფიცირებულ მოქალაქეთა რიცხვი 42-ს აღწევდა, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, რათა სიტუაცია უმართავი არ ...

Read More »

სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 184 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. მიმდინარე წლის აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 182.3 ლარი იყო, სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი 1 ლარითა და 70 თეთრით გაიზარდა და 184.0 ლარზე დაფიქსირდა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 1.4 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 162.9 ლარს შეადგენს. 2 ლარითა და ...

Read More »

სჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმერთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. „2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო ...

Read More »

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა და გასაღების ფაქტებზე თბილისში ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ ...

Read More »

ტაილანდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტაილანდის ხელისუფლებამ დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ანტისახელისუფლო აქციების გამო, საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. “ბიბისის” ინფორმაციით, ახალი რეგულაციებით, აკრძალულია ხუთ ადამიანზე მეტის ჯგუფურად შეკრება. ასევე ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნება, რომელმაც შესაძლოა, შიში გამოიწვიოს და ეროვნულ უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს. პოლიციამ საპროტესტო აქციების ორი ლიდერიც დააკავა. მედიის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების ძალებმა დაშალეს. საპროტესტო აქციები ტაილანდში ივლისში დაიწყო და ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე მასშტაბური ...

Read More »