ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 17, 2020

“ბოდიში მინდა მოგიხადოთ” – ლევან ვარშალომიძე მოქალაქეებს მიმართავს

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვარშალომიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების – მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები, თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს – მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს” – წერს ვარშალომიძე.

Read More »

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

პარიზში მასწავლებლის მკვლელობასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. მკვლელობაში დამნაშავე პირი მოსკოვში დაბადებული 18 წლის მამაკაცია. „ფრანს24“ წერს, რომ ის ეთნიკურად ჩეჩენი იყო. სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა. დანით შეიარაღებული მამაკაცი, კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ...

Read More »

საგარეო უწყება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციას უწოდებს. ამის შესახებ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. „ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში, სამწუხაროდ კვლავ გრძელდება სპეკულაციები საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით შესაძლო სამხედრო გადაზიდვებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს დაკეტილი აქვს თავისი საჰაერო სივრცე სამხედრო ტიპის ფრენებისთვის და აღნიშნულის შესახებ საჯაროდაც განვაცხადეთ. რაც შეეხება სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ფრენებს, ამ მიმართულებით საქართველო პირნათლად ...

Read More »

“საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას”

საარჩევნო კამპანიისას უნდა გავიკეთოთ პირბადე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის შემდგომი განვითარების წინაშე და უპასუხისმგებლო ქცევა ნიშნავს ქვეყნის განვითარების შეფერხებას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „გამოწვევა გლობალურია, ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ყველგან რეკორდულად იზრდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმის პასუხისმგებლობა გვაქვს და გვესმის, როდესაც ერთად ვიკრიბებით, თუნდაც საარჩევნო კამპანიაში, რა თქმა უნდა ...

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 397 თბილისში, 226 კი აჭარაში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევიდან 397 თბილისს, 226 კი აჭარას უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „მოიმატა თბილისში, დღეისთვის არის 397 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აჭარაში ცოტა შემცირდა და არის 226, იმერეთში მოიმატა და არის 232, სამეგრელო-ზემო სვანეთი თითქმის სტაბილურია – 27, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 14, მცხეთა-მთიანეთი – ...

Read More »

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ალექსანდერ შალენბერგს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, შალენბერგი სავარაუდოდ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრზე დაინფიცირდა. მისი თქმით, თავდაცვის მიზნით, ორშაბათს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება მთავრობის ყველა წევრს ჩაუტარდება. სპიკერის აცხადებს, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს ამჟამად „კოვიდ-19“-ის სიმპტომები არ აღენიშნება დ ის თავს კარგად გრძნობს.

Read More »

ვულოცავ ვეტერანების დღეს ყველას, ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა – საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს. „ვულოცავ ვეტერანების დღეს ყველას, ვინც ამაყად ატარა ქართული დროშა და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საქმეში“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მილოცვაში. საქართველოში ვეტერანის დღე 17 ოქტომბერს 2014 წლიდან აღინიშნება.

Read More »