ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 18, 2020

ერდოღანი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მინსკის ჯგუფი სომხეთს შეიარაღებით ეხმარება. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობის და განვითარების პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთმა 18 ოქტომბერს განახლებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. „აზერბაიჯანი სომხური ოკუპაციისგან საკუთარი მიწების გათავისუფლებისთვის იბრძვის“ – განაცხადა ერდოღანმა.

Read More »

აბაშაში და მთლიანად სამეგრელოში განსაკუთრებული ხასიათის ადამიანები ცხოვრობენ – კახა კალაძე

აბაშაში და მთლიანად სამეგრელოში განსაკუთრებული ხასიათის, მოწესრიგებული, სტუმარ-მასპინძლობის საოცარი ტრადიციების მქონე ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ყოველთვის ახერხებენ სხვების გვერდით დგომას და დახმარების ხელის გაწვდენას“ – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აბაშაში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა. „დიდი პასუხისმგებლობაა დღეს თქვენ წინაშე დგომა, მითუმეტეს, როდესაც ვაცნობიერებ, რომ საუბარი მიწევს ...

Read More »

2021 წლის უიმბლდონი, შესაძლოა, უმაყურებლოდ ჩატარდეს

„დიდი სლემის“ ტურნირის უიმბლდონის ორგანიზატორები განიხილავენ 2021 წლის ჩემპიონატის უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტს. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი წერს. ასევე ორგანიზატორები ფიქრობენ ტურნირის ჩატარებას ტრიბუნების სრული ან ნაწილობრივი შევსებით. „დიდი სლემის“ ჩემპიონატის გამართვის ფორმატი დამოკიდებულია დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანოების პოზიციაზე. წელს უიმბლდონი პირველად არ ჩატარდა 1945 წლის შემდეგ, რისი მიზეზიც კორონავირუსი იყო. 2021 წელს, ტურნირი გაიმართება 28 ივნისიდან 11 ...

Read More »

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი დადებითია

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა. თუმცა, ხაზარაძის განცხადებით, 48 საათში კიდევ ერთ ანალიზს გაიკეთებს, რათა შედეგის სიზუსტეში 100 პროცენტით დარწმუნდნენ. „ჩემს თანამებრძოლებს, „ლელოელ“ თანაგუნდელებს და ქართულ საზოგადოებას მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ გუშინ საღამოს ჩავიტარე „პისიარ“ (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტისა და ...

Read More »

“ვფიქრობ, სტაციონარებში საწოლების პრობლემა არ იქნება, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი, ისინი ბინაზე რჩებიან”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ იქნება. ენდელაძის თქმით, ინფიცირებულებს შორის ბევრი მსუბუქი შემთხვევაა, რის გამოც ისინი ბინაზე მკურნალობენ, ხოლო სტაციონარში მოთავსდებიან ის პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. „ვფიქრობ, რომ საწოლფონდის პრობლემა არ იქნება, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი, ისინი რჩებიან ბინაზე და ვფიქრობ, ის პაციენტები, რომელთა სტაციონარში მოთავსება ...

Read More »

ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს. „უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა ...

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „ლიდერობს ამჟამად უკვე თბილისი, სადაც ახალი შემთხვევა არის 471, აჭარაში – 343, იმერეთში – 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 45, შიდა ქართლში – 37, ქვემო ქართლში – 39, გურიაში – 18, სამხე ჯავახეთში -14, მცხეთა ...

Read More »