ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 19, 2020

იანვარ-სექტემბერში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.9 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს, 355.3 მლნ. აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 327.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 308.6 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 ...

Read More »

შსს მეტროსადგურების როგორც შიდა, ისე, გარე პერიმეტრზე ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, მეტროსადგურების როგორც შიდა, ისე, გარე პერიმეტრზე ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებენ. დედაქალაქში არსებულ ყველა მეტროსადგურთან მობილიზებული არიან პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მეტროსადგურში შემსვლელი პირების მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას და პირბადეების ტარებას აკონტროლებენ. საპატრულო პოლიციის მიერ ...

Read More »

კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დადასტურდა, 360 – აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 1 186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში გამოვლინდა, 360 – აჭარაში. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მისი ცნობით, 99 იმერეთში დადასტურდა, 78 ქვემო ქართლში, 73 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 46 კახეთში, 25 გურიაში, 15 მცხეთა-მთიანეთში, 15 შიდა ქართლში, ხოლო 7 სამცხე ჯავახეთში.

Read More »

სოფელ ლატალის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

სოფელ ლატალის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლატალის მიმდებარე ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. გვიან ღამით, ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან. ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა – 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა. ადგილზე სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ...

Read More »

პანდემიისგან თავის დაცვის შთამბეჭდავი მიგნება – ამერიკაში კონცერტს პლასტიკურ ბურთებში დაესწრნენ

ჯგუფმა The Flaming Lips პანდემიის პანდემიის პირობებში კონცერტის ჩატარების უჩვეულო მეთოდი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.  ტელეარხის ცნობით, ოკლაჰომაში გამართულ შოუზე როკ-ჯგუფისყველა მონაწილე და თითოეული მაყურებელი ინდივიდუალურ პლასტიკურ სფეროში იყო მოთავსებული. ასე ორგანიზატორებმა შოუზე კორონავირუსის გავრცელების რისკი მინიმუმამდე დაიყვანეს. კონცერტს რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.

Read More »

არჩევნების მეორე დღეს საგანგებო მდგომარეობა არ აგვცდება

შტუტგარტის კლინიკის ქართველი ექიმი სოციალურ ქსელში წერილს საქართველოშ შექმნილ ეპიდვითარებაზე აქვეყნებს. გერმანიაში მცხოვრები ნინო ნაცვალაძე ​საქართველოში არჩევნების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ვარაუდობს და ის ქართულ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს. აცხადებს, რომ საქართველო პანდემიას მოუმზადებელი შეხვდა. „დიდი ხანია არაფერი დამიწერია კორონაზე … ვუყურებდი, ვაკვირდებოდი, ვუსმენდი და გისმენდით … დღეს ყველგან იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოშიც. მიძნელდება საუბარი და არ მინდა იმის წარმოდგენა, რასაც ველი მომავალ კვირებში. მე არ ვიცი ...

Read More »

როგორ დავიცვათ თვითიზოლაციის წესები, თუ მარტო არ ვცხოვრობთ

ექიმი, არჩილ მარშანია საქართველოს დაავადების კონტროლის ცენტრის და დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციებზე დაყრდნობით გვირჩევს როგორ გადავიდეთ თვითიზოლაციაში და რა წესები დავიცვათ, თუ მარტო არ ვცხოვრობთ: გაფრთხილება: პირველ რიგში დაუკავშირდით ცხელ ხაზს, ოჯახის ექიმს ან/და 112-ს რომ მიიღოთ ოფიციალური ინსტრუქცია. ასევე გაარკვიეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ გადახვიდეთ კლინიკაში ან ე.წ. კოვიდ სასტუმროში. ინსტრუქციები შეიძლება იცვლებოდეს. 1- მას ვისაც აღენიშნება კოვიდ19-სთვის დამახასიათებელი ...

Read More »