ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 20, 2020

საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო / რაგბი

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო, 2020 წელს დაგეგმილი სანაკრებო მატჩები გაურკვეველი პერიოდით გადაიდო. გადადებულ მატჩებს შორის არის საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, რომელიც პირველ ნომბერს უნდა გამართულიყო. რაგბი ევროპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მატჩების ჩატარების თარიღს პროფკავშირებთან და შესაბამის სამედიცინო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით დანიშნავენ. რაგბი ევროპის პრეზიდენტი ოქტავიან მორარიუ: „ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ტურნირები შევწყვიტოთ, ...

Read More »

ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით და ინფიცირება გასაკვირი არ არის – გამყრელიძე

სამწუხაროდ ჩვენ, ექიმები წინა ხაზზე ვიმყოფებით, ამიტომ ინფიცირების შემთხვევები გასაკვირი არ არის. ასეთ დროს ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელომძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. აღნიშნული კომენტარით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: იმ ფონზე, როდესაც კორონავირუსით ინფიცრების გამო ფაქტობრივად, ახალქალაქი სასწრაფო ექიმების გარეშე დარჩა, ასეთ შემთხვევებში რა გამოსავალი არსებობს. ამასთან, ...

Read More »

ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღგენა დაიწყება – თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები – გამოიცა ახალი, ე.წ ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდული ფორმატით რეისები, მათ შორის ჩარტერული, ახლა კი ეს მიმართულებები არის ღია რეგულარული ფრენების ...

Read More »

ცალკეული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს – კობახიძე

ცალკეული დაფიქსირებული ინციდენტები ჩრდილს ვერ აყენებს მთლიანობაში თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან საარჩევნო პროცესს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები, რათა 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად ...

Read More »

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხვალ გაიხსნება – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, რომ ხვალ არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა. მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის მქონე უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია შეგიძლიათ, პირდაპირ ეთერში იხილოთ“ – განაცხადა მიხეილ ...

Read More »

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 425 თბილისში, 193 აჭარაში, 372 კი იმერეთში დაფიქსირდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევიდან 425 თბილისში, 193 აჭარაში, 372 იმერეთში გამოვლინდა. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში გვაქვს 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური ...

Read More »

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ – ჩხენკელი

მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც იცით, საარჩევნო უბნები განთავსებულია ზოგიერთ სკოლაში. არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ოთხშაბათს ხუთშაბათს და პარასკევს დროებით ის სკოლები, სადაც არის საარჩევნო უბნები, გადავლენ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის დროებითი ...

Read More »