ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 21, 2020

„24 მძღოლი მიკროავტობუსს პირბადის გარეშე მართავდა“ – მერიის სანქცია და მოწოდება მოქალაქეებს

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიის დროს დადგენილი რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მსგავს შემთხვევას შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. „კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომ პირბადე ყველაზე მეტად დამცავი საშუალებაა, იმისთვის, ...

Read More »

12 რესტორანი 10 000 – 10 000 ლარით დაჯარიმდა, 3-ის მიმართ კი საქმე აღიძრა

12 რესტორანი 10 000-10 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 3 რესტორნის წინააღმდეგ შსს-მ სისხლის სამართლებრივი გამოძიება დაიწყო. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას სტატისტიკური მონაცემები გააცნო. „თბილისში, ბათუმსა და მცხეთაში 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი ადგილების მუშაობა აიკრძალა. შესაბამისად, შრომის ინსპექციამ დაიწყო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გაკონტროლება – გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რის გამოც ობიექტები ...

Read More »

პრემიერის დასტური: 200-ლარიანი დახმარების პროგრამა კიდევ გაგრძელდება

საქართველოს მოსახლეობა ეკონომიკურად იმდენად რთულ ვითარებაშია, რომ მთავრობა უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის 200-ლარიანი დახმარების გაცემას, დიდი ალბათობით, გააგრძელებს. „რეზონანსი“ ორი დღის წინ სწორედ ამის შესახებ იუწყებოდა და წერდა, რომ მთავრობა მოსახლეობისთვის დამატებითი დახმარების გაცემას აპირებდა. პრემიერ გიორგი გახარიას ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ ეს ინფორმაცია დადასტურდა. უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის მთავრობა 200-ლარიანი დახმარების გაცემას გააგრძელებს. ბუნებრივია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება მოსახლეობაზე ზრუნავს, მაგრამ, ...

Read More »

ამინდის პროგნოზი ვრცლად – სინოპტიკოსები განცხადებას ავრცელებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ოქტომბერს საქართველოს ზოგ ქალაქში მცირე ნალექია მოსალოდნელი. ქუთაისში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მიცრე ნალექს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +18 გრადუსამდე მოსალოდნელია დღის ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +8 გრადუსი არის მოსალოდნელი. ბათუმში იწვიმებს +21 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიან დღეს ვარაუდობენ ფოთში, სადაც +21 გრადუსს მიაღწევს ...

Read More »

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 12:03 საათზე მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 54 კილომეტრში, სოფელ უსეიქენდში იყო.

Read More »

“კორონავირუსია ციხეებში და მალავენ” – სავარაუდო ეპიდაფეთქება ქსნის N15 დაწესებულებაში

სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეში. ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები აცხადებენ, რომ ციხეში არსებულ მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათივე ინფორმაციით, ამის გამო ციხის ადმინისტრაცია მსჯავრდებულებს საკნებიდან გამოსვლაზე შეზღუდვებს უწესებს. ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი ლექსო კობაიძე და ამბობს, რომ ქსნის ციხიდან მას არაერთი პატიმარი დაუკავშირდა. კობაიძე ამბობს, რომ ადმინისტრაცია ამბავს მალავს, რის გამოც სრული პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობას ეკისრება: ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც ყიდის იქ სხვადასხვა ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსით 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში 30 წლამდე ახალგაზრდა გარდაიცვალა. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გამყრელიძეს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია და თქვა, რომ ამჟამად ამ შემთხვევის კლინიკური გარჩევა მიმდინარეობს. ეს არის კოვიდ ინფექციით გარდაცვლილი ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი საქართველოში. ჯამში ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

Read More »