ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 22, 2020

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო. მადლობა ღმერთს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია!“ – წერს ...

Read More »

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 22 803 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 398 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 401. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 178-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი ...

Read More »

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ...

Read More »

ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების დიზაინზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ახალი საკოლექციო მონეტების დიზაინის შექმნის მიზნით, აცხადებს კონკურსს შემდეგ ორ თემაზე: დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე (სერიიდან „საქართველოს მეფეები“). როგორც ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული ბანკი მუშაობს საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“. აღნიშნული სერიის ფარგლებში, 2021 წელს დაგეგმილია საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვება მეფე დავით IV აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე. საკოლექციო დანიშნულების ხუთი ლარის ნომინალის ...

Read More »

შსს – ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა და ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მოგეხსენებათ, ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც დამნაშავემ 43 მოქალაქე აიყვანა მძევლად. პოლიციის ძალისხმევით, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, დღის განმავლობაში მათი უდიდესი ნაწილი ...

Read More »

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბანკზე თავდასხმისთვის ძებნილმა პირმა ე.წ. საზღვარზე გადასვლა ვერ მოახერხოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ზუგდიდში ბანკზე განხორციელებულ თავდასხმაში ძებნილმა პირმა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა ვერ შეძლოს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. „სასაზღვრო ზონაში, სასაზღვრო დანაყოფის ძალების მიერ, რუსეთთან ერთად, ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რათა არ დავუშვათ დამნაშავის აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა“ – განაცხადა ლატიპოვმა. მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00 საათიდან 07:00 საათამდე დაკეტილია ...

Read More »

ხოჭოლავას და „შახტარის“ ბრწყინვალე გამარჯვება მადრიდში, „რეალთან“

დათა ხოჭოლავამ და დონეცკის „შახტარმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დიდებული გამარჯვებით დაიწყეს – უკრაინის ჩემპიონმა „ბ“ ჯგუფის პირველი შეხვედრა მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბუეზე“ „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა და უდიდეს წარმატებას მიაღწია. სამეფო კლუბისთვის შოკისმომგვრელი იყო პირველი ტაიმი, როდესაც დონეცკელებმა მასპინძელთა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს – ანგარიში 29-ე წუთზე ტეტემ გახსნა, 4 წუთში. „რეალის“ ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 42-ე წუთზე მადრიდელებს მესამედ მანორ სოლომონმა გაუტანა. ...

Read More »