ბოლო სიახლეები

Daily Archives: ოქტომბერი 23, 2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 686 თბილისში, 487 აჭარაში, 356 კი იმერეთში დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 759 შემთხვევიდან თბილისში არის 686 შემთხვევა, აჭარაში – 487, იმერეთში – 356, ქვემო ქართლში – 36, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 17, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 30,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი შვიდი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ...

Read More »

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. ​უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 181 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 6 106 პაციენტი. აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 487 ახალი შემთხვევა. ამასთან, რეგიონის მასშტაბით კოვიდკლინიკებში მკურალობას გადის 641 პაციენტი, 80 ინფიცირებულის მდგომარეობა არის მძიმე, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 12 პაციენტი იმყოფება, კოვიდსასტუმროებში – 1 110 ინფიცირებული ...

Read More »

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადე ღია სივრცეებშიც გამოვიყენოთ – საკოორდინაციო საბჭო

საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება – მკაცრი რეკომენდაცია, რომ სამ ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოითხოვს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გარე სივრცეებში მოხდეს პირბადის ტარება. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. ეს გაკონტროლდება შესაბამისი ...

Read More »

თბილისში ახალი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პირველი ნაკადი შემოვიდა (ვიდეო)

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე, ევრო 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი უკვე დედაქალაქშია, დანარჩენი კი 2021 წლის მარტამდე ეტაპობრივად შემოვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები გათვლილია 90 მგზავრზე, აქედან დასაჯდომი ადგილია 28; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს ...

Read More »

„ევრო 2020“-ზე საქართველო თუ გავა, კვარაცხელიას ფასი 25 მილიონი ევრო გახდება”

„საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ მოხვდება, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 25 მილიონამდე მაინც გაიზრდება“, – ეს საფეხბურთო მენეჯერმა თემურ ღურწკაიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში განაცხადა. ცნობილმა საფეხბურთო მენეჯერმა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელის პერსექტივებზე საინტერსო მოსაზრება გამოხატა. „ლეონის სლუცკი („რუბინის“ მთავარი მწვრთნელი) ამბობს, რომ ახლა ხვიჩა თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30-40 პროცენტს აჩვენებს. გუნდში კიდევ ხუთ გოლს თუ გაიტანს, ან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ...

Read More »

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება კახეთის ახალი ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა იწყება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის ინტენსივობით გამოირჩევა, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35.2 კმ-იანი გზა აშენდება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საზედამხედველო სამუშაოებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის ნოემბერში და დეკემბერშია დაგეგმილი. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, ...

Read More »

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა და ცენტრალური აზია: გახსნილი მომავლისთვის“ ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, „კოვიდ-19“-ის პანდემიამ ...

Read More »