28/03/2024
Latest:
ეკონომიკა

ჩინეთის უმსხვილეს კორპორაცია საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC -ის (China Machinery Engineering Corporation) ოფიციალური დელეგაცია მიიღო. ჩინური საინჟინრო კორპორაციის დელეგაციას საქართველოში ჩინეთის მმართველი პარტიის კომიტეტის საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარე სან ბეი ხელმძღვანელობს.
China Machinery Engineering Corporation -ი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალითა და ქვეყნის სხვადასხვა სექტორში კაპიტალდაბანდებით ინტერესდება. ჩინური დელეგაცია საქართველოში 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ჩინური საინჟინრო კორპორაციის მენეჯმენტის განცხადებით საქართველოს მიმართ მათი ინტერესი დიდია. კორპორაციის ხელმძღვანელმა პირებმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს კომპანიის საქმიანობის სფეროები და განხორციელებული პროექტები გააცნეს და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


თავის მხრივ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ China Machinery Engineering Corporation -ის ხელმძღვანელ პირებს საპარტნიორო ფონდის მანდატის, ფუნქციისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ისაუბრა ფონდის მიერ უკვე განხორცილებულ და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებზე. მხარეებმა განიხილეს საქართელოს საინვესტიიო შესაძლებლობები და პერსპექტივები. დავით საგანელიძემ ჩინურ საინჟინრო კორპორაციასთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.
ჩინეთის საინჟინრო კორპორაცია CMEC -ი ჰონკონგის საონდო ბირჟაზე ვაჭრობს და ევროპაში უმსხვილეს ჩინურ ინვესტორ კომპანიად ითვლება. China Machinery Engineering Corporation -ი საინვესტიციო პროექტებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში ახორციელებს.

[wpolling id=”12″ width=”” height=””]