28/03/2024
Latest:
საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას აცხადებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი – 18 აპრილი

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,

19 აპრილი – 28 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2016 წელი, 4 მაისი – 25 მაისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი – 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.