ბოლო სიახლეები

”ქორთიარდ მარიოტში” კონფერენცია ”საქართველოს ენერგეტიკული სექტორი – მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართება

სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” ხვალ კონფერენცია ”საქართველოს ენერგეტიკული სექტორი – მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც დაესწრებიან სამინისტროების, საელჩოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, განიხილება საქართველოს ენრგეტიკული სექტორის განვითარება ბოლო წლების განმავლობაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესაძლებლობები, სატარიფო პოლიტიკა და მდგრადი განვითარების გამოწვევები.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნება პოლიტიკის დოკუმენტი ენერგეტიკულ სექტორში რეფორმების საჭიროების შესახებ და – რეკომენდაციები ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრობასთან დაკავშირებით.

ღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამცდილება საქართველოსთვის“ (WEG) ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში USAID G4G პროგრმის მხარდაჭერით.

ავტორი: natia

x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...