ბოლო სიახლეები

ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს

“ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელებმა ფოთის საზღვაო ნავსადგური დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ  პორტში არსებულ მდგომარეობას. მათი ინფორმაციით, 23 დეკემბრის მდგომარეობით, პორტში შესვლას ელოდებოდა მხოლოდ ერთი საკონტეინერო გემი, რომლის მიღებასაც პორტი შეძლებს დამუშავების პროცესში მყოფი სხვა გემებისგან ნავმისადგომის გამოთავისუფლების შემდეგ”,-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფოთის ნავსადგურში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები კვლავ უწყვეტად მიმდინარეობს. დღე-ღამის განმავლობაში პორტში შესასვლელი არხიდან ამოღებული და გადატანილია 12685 კუბ.მ გრუნტი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...