ბოლო სიახლეები

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა – საქმეზე დანშნულია ექსპერტიზა

გუშინ თბილისში, ველოსიპედით მოძრავ 65 წლის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ავტომობილის მძღოლი არ მიმალულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით საქმეზე გამოძიება 276-ე მიხლის V თავით მიმდინარეობს რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

საქმეზე დანშნულია ექსპერტიზა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...