ბოლო სიახლეები

სააკაშვილის პროცესზე ადვოკატი სასამართლო დარბაზიდან გააგდეს

დღეს მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმის განხილვისას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსამართლე, ბადრი ჯოჭლამაზაშვილმა ადვოკატი ორჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი, სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

ფინანსური სანქცია დაეკისრა პროკურორსაც. შელაპარაკება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწმის სახით დაკითხვის დროს მოხდა. ბრალდების მხარემ მოწმისთვის დასმული შეკითხვები გააპროტესტა, ადვოკატმა კი მოსამართლეს სუბიექტურობაში დასდო ბრალი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

რას გამოიწვევს მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების ბოიკოტი

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს და არჩევნების არალეგიტიმურად ცნობას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის ...