ბოლო სიახლეები

118 500 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 118500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.00% შეადგინა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, პირველი ივნისიდან პირველ ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 2000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი – 6058.88 მილიონიდან 6185.40 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„118500 ხელშეკრულებიდან 34000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 845.4 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა, 1 ივლისის მდგომარეობთ, 13.30% შეადგინა. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ივლისის მონაცემებით 44800 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.38%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1955.23 მილიონი ლარია.  35700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3144.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1093.78 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.45%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ივლისის მონაცემებით 2050.26 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.76%-ში. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.890 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13.75%-ში გაასესხეს“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 83.46 მილიონი ლარია.

„პირველი ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.64%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი – იპოთეკურ სესხებზეა. პირველი ივლისის მდგომარეობით, გააზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 13.49%-დან 14.23%-მდე. ხოლო ავტოსესხებზე შემცირებულია 16%-დან 13.75%-მდე. ეროვნული ბანკი აგრძელებს ფრთხილი, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიის გატარებას. ის წინა განცხადებაშიც აღნიშნავდა, რომ ფასებზე ინფლაციური ზეწოლა შერბილებულია (მიმდინარე თვეში 5.7%) და საპროგნოზო ინფლაციაც უბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს, მეტიც, მოსალოდნელია საპროგნოზო მაჩვენებლის მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირება. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეს იძლევა მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი ნაბიჯებით შერბილებისა და ეკონომიკის დაკრედიტების ზრდის საშუალებას. ამ დაშვებას, მეორე მხრივ, ამყარებს ეკონომიკური ზრდის განახლებული, -5%-იანი მაჩვენებელი. რაც თავის მხრივ, ფასებზე ინფლაციური ზეწოლის კიდევ უფრო მეტად შემცირების სიგნალია. ეკონომიკის დროულად გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკის საწყის დონესთან ახლოს დასაბრუნებლად, სასურველია, უფრო მეტად შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც დადებით მოლოდინებს გააჩენს ბაზრის მონაწილეებში და საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალი იქნება მათთვის“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.[sg_popup id=”28394″ event=”inherit”][/sg_popup]

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...