ბოლო სიახლეები

პოლიტიკოსები გასვენებებში მიტინგით დადიხართ, საარჩევნოდ ხმას აგროვებთ. სირცხვილი თქვენ გარეწრებო! – ბაჩალიაშვილის ბებია

თამარ ბაჩალიაშვილის ბებია რიტა ზურაბაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მისი შვილიშვილის გარდაცვალების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?! ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!” – წერს რიტა ზურაბაშვილი.

ის კიდევ ერთი „ფეისბუქ-პოსტით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერსაც ეხმაურება.

„შალვა ნათელაშვილს ძალიან გაუჭირდა, გასვენებებში დადის მიტინგით, საარჩევნოდ ხმას აგროვებს. სირცხვილი თქვენ გარეწრებო” – წერს რიტა ზურაბაშვილი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...