ბოლო სიახლეები

აზიის ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები წელს არ გაიმართება

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები აზიის ზონაში 2021 წლისთვის გადაიდო – ამის შესახებ დაწერა ფიფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა.

„COVID-19-თან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე, ფიფა-მ და აზიის საფეხბურთო კონფედერაციამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში დანიშნული მსოფლიოს ჩემპიონატისა და 2023 წლის აზიის თასის შესარჩევი მატჩები 2021 წლისთვის გადაიტანონ.

ყველა მონაწილის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ფიფა და აფრიკის საფეხბურთო კონფედერაცია აგრძელებენ ერთობლივ მუშაობას და აკვირდებიან რეგიონში სიტუაციას, რათა განსაზღვრონ საკვალიფიკაციო მატჩების ახალი თარიღები“ – წერია ფიფა-ს განცხადებაში.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მხარი დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას – კობახიძის ახალი ფორმულა

“ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მხარი უნდა დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ...