ბოლო სიახლეები

„ქართული ოცნება“ საარჩევნოდ საარსებო შემწეობებით მანიპულირებს – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ძალიან ბევრ რაიონში გვესმის ჩვენი მოქალაქეების შფოთვა იმის თაობაზე, მიმართავს თუ არა „ქართული ოცნება“ საარსებო შემწეობებით მანიპულირებას ისე, როგორც ამას წინა არჩევნებზე აკეთებდა – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე, ასეთ საარსებო შემწეობას „ქართული ოცნების“ აქტივებსაც უნიშნავს.

„ქართული ოცნება“ ერთი მხრივ, იმას, ვისაც საარსებო შემწეობა უკვე დანიშნული აქვს, აშინებს, რომ თუკი გაბედავენ და არ შემოხაზავენ 41-ს, მაშინ მათ საარსებო შემწეობა მოეხსნებათ. მეორე მხრივ, იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მოემატოს ხმები და პირდაპირ მოისყიდონ ამომრჩეველი, არ ერიდებიან სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე „ქართული ოცნების“ აქტივისთვის ასეთი საარსებო შემწეობის დანიშვნას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, თანხა ათასობით სოციალურად დაუცველს აკლდება. ეს პრობლემა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში, კიდევ უფრო გამწვავებულია“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მხარი დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას – კობახიძის ახალი ფორმულა

“ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მხარი უნდა დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ...