ბოლო სიახლეები

მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება

მოსწავლეებისთვის სკოლებში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. ამის შესახებ განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებშია ნათქვამი.

რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ეკისრებათ ვალდებულება, პირბადეების რეზერვი ჰქონდეთ.

სკოლის შენობაში შესვლის ნებისმიერ მსურველს დეზობარიერის, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შეეძლება შესვლა.

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვ.

სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი გამოიყოფა.

გაკვეთილებს შორის ყოველი დასვენების შემდეგ, სველი წერტილები სანიტარულად დამუშავდება , ოთახები კი განიავდება.

ასევე, სავალდებულო იქნება ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;  ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდება. ამასთან დაკავშირებით განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მხარი დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ეკონომიკას – კობახიძის ახალი ფორმულა

“ოცნების” ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით მხარი უნდა დავუჭიროთ ლარს და შემდეგ ლარი იქეთ დაეხმარება ...