ბოლო სიახლეები

ელექტრონული კომერციის კანონპროექტით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები უჩნდებათ

საქართველოს მთავრობა პარლამენტში ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი კანონის ინიცირებას გეგმავს. პარლამენტისთვის 2020 წლის საშემოდგომო სესიაზე წარსადგენილი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ მიმდინარე სესიაზე ელექტრონული კომერციიის შესახებ ახალი კანონის მიღება არის დაგეგმილი. ცვლილება პარლამენტში ჯერ-ჯერობით არაა ინიცირებული, თუმცა მისი მოკლე აღწერიდან ირკვევა, რომ კანონპროექტი ამ სერვისის პროვაიდერებისთვის ახალი მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს.

“კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შუალედური მომსახურების მიმწოდებლების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ, აგრეთვე მათთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესების აკრძალვის შესახებ აღებული ვალდებულებით;

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი და მიმღები პირების პასუხისმგებლობა, განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის, მიმღებისა და მომხმარებლის საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები, მათ შორის, შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისათვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესების აკრძალვა, აგრეთვე ის პირობები, რომელთა შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში შუალედური მომსახურების მიმწოდებლებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა არაკანონიერი ინფორმაციის გატარებისთვის ან/და შენახვისთვის,”- ნათქვამია კანონპროექტის შესახებ განმარტებაში.

ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა ტიპის ვალდებულებების დაწესება მოხდება ახალი კანონპროექტით.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...