ბოლო სიახლეები

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ. დღის პირველ ნახევარში თქვენმა უხეშობამ, აგრესიულობამ და ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება ახლობელ ადამიანებში პროტესტი გამოიწვიოს. ეცადეთ ნებისმიერ პრობლემას გონივრულად მიუდგეთ და კომპრომისი მონახოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკულად განეწყობით და პარტნიორს პრეტენზიებით არ დაღლით. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, არასტანდარტულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, საიდანაც გამოსავალს მხოლოდ თქვენი გამჭრიახობის დახმარებით მონახავთ.

კურო

ამ დღეს პლანეტები თქვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის მიმართ კეთილგანწყობილები არიან და ეს უნდა გამოიყენოთ. ეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა გონივრულად მოაგვაროთ და საუკეთესო გამოსავალი მონახოთ. გეგმაზომიერი მოქმედება მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ.

ტყუპები

სწორედ ის დღეა, როცა ძველი პროექტის განხორციელებას უნდა შეუდგეთ. ეს დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი არიან და ეცადეთ ეს მომენტი გამოიყენოთ. ამ დღეს შეგიძლიათ, წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა კომერციული პროექტი, თუმცა პირად ცხოვრებაში გამორიცხული არ არის პრობლემები, რაც პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირდება.

კირჩხიბი

შესაძლოა, დიდი და მცირე ცვლილებები, რომლებიც ამ პერიოდში გელით, საკუთარი თავის გამოცდად გექცეთ. ეს საკუთარ ღირსებებს და ნაკლოვანებებს დაგანახებთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიან მივლინებაში გამგზავრება მოგიწიოთ ან საკუთარი საქმის გაფართოებაზე ზრუნვას შეუდგეთ.

ლომი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ პროვოკაციებსა და ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც რისკს უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს, ამიტომ კონტაქტები მინიმუმამდე შეამცირეთ. მოსალოდნელია პრობლემები, რომლებიც ცხოვრებისეული პრინციპების დარღვევას გაიძულებთ. მოთმინება მოიკრიბეთ და მოლოდინის რეჟიმში გადადით, ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გაფრთხილებენ.

ქალწული

თქვენ მიერ გარშემო მყოფების მიმართ გამოვლენილი ამბიციურობა და აგრესიულობა ახლობელი ადამიანებისა და ნათესავების პროტესტს გამოიწვევს. ეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა მშვიდად მოაგვაროთ და კომპრომისული გადაწყვეტილებები მონახოთ. პარტნიორთან მიმართებაში კარგად გათვლილი მოქმედებები მცირე, მაგრამ პერსპექტიულ ცვლილებებს მოგიტანთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, ქალებისთვის. მოსალოდნელია წარუმატებელი შენაძენი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ერიდეთ ხმაურიან წვეულებებს. მამაკაცებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით, რომელიც მხოლოდ ზედმეტ პრობლემებს და ნერვიულობას მოუტანთ.

მორიელი

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. ახლა აქტიურ მოქმედებებზე გადასვლას არ გირჩევთ. შეჩერდით და მოლოდინის რეჟიმი შეინარჩუნეთ. თქვენი წარმოსახვა საკმაოდ ბნელ პერსპექტივებს გისახავთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს თქვენი ცუდი წინათგრძნობის შესახებ ესაუბროთ. ეს შვებას მოგგვრით და დაგამშვიდებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს პლანეტების მხარდაჭერა უზრუნველყოფილი გაქვთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თქვენი მიზანსწრაფული მოქმედებები, ტემპერამენტი და ემოციურობა ძველ პარტნიორს ან ახალ ნაცნობს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს.

თხის რქა

საკუთარი სიმართლის რწმენა და თავდაჯერებული მოქმედება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, ამჟამინდელი პოზიციები შეინარჩუნოთ და მეტის მიწღევას ნუ ეცდებით, რადგან ლიდერობის სურვილს შესაძლოა, ახლობლებისა და ნათესავების პროტესტი მოჰყვეს.

მერწყული

რთული დღეა, ამიტომ ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობის დროს ერიდეთ კამათს და დაპირისპირებას. მაქიმალურად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის პარტნიორთან ურთიერთობის გართულება. ეცადეთ, შეთანხმება კეთილსინდისიერად შეასრულოთ და ტაქტიანად იმოქმედოთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი ავტორიტეტიც გაიზრდება და პოზიციებსაც გაიუმჯობესებთ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...