ბოლო სიახლეები

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტრაგედიიდან 19 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. 2 თვითმფრინავი ტერორისტებმა ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრის ტყუპ ცათამბჯენებს, მესამე – პენტაგონის კომპლექსს შეაჯახეს, მე-4 კი მგზავრების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა.

ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2753 ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...