ბოლო სიახლეები

თუ სიტუაცია გაუარესდა, რესტორნებიც დაიხურება და სკოლებიც ონლაინ სწავლებაზე გადავლენ – ხუნდაძე

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის საერთო სურათი დღითიდღე უარესდება, მკაცრდება ზომები, დიდ ქალაქებში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლება 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში მოხდება. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ „რეზონანსთან” აღნიშნა, სკოლებში სწავლების მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადასვლა არ იგეგმება, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში ამის თეორიული შანსი არსებობს.

„სკოლებში სწავლების მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ეს ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა, არ იგეგმება არ ნიშნავს იმას, რომ ამის თეორიული შანსი არაა” – განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, თუ როგორი ეპიდვითარება უნდა იყოს, რომ სკოლები სწავლების მთლიანად მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ ხუნდაძენ გვითრა: „იმაზე უარესი, ვიდრე დღესაა.”

მისივე განმარტებით, დღეს თავყრილობებზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, თუმცა, ეპიდსურათის გაუარესების შემთხვევაში, დღის წესრიგში რესტორნებისა და მსგავსი თავშეყრის ადგილების დახურვა დადგება.

„სპორტული ღონისძიებები, კულტურული ღონისძიებები და სოციალური თავყრილობები ახლა შეზღუდულია, რესტორნებში თავყრილობები – ქორწილები ქელეხები და ა.შ. – აქამდე მხოლოდ დახურულ სივრცეში იყო აკრძალული, ახლა ღია სივრცეშიც აკრძალულია.

„ეს პოლიტიკურ ღონისძიებებს არ ეხება, დანარჩენი შეზღუდულია. რესტორნებში სუფრებს შორის მხოლოდ 2 მეტრიანი მანძილი და ათი ადამიანია დაშვებული, რესტორნების დახურვა დღის წესრიგში ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში დადგება” – განაცხადა ხუნდაძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...