ბოლო სიახლეები

კორონავირუსის კრიზისი – წინასაარჩევნო გამოწვევა თუ უპირატესობა მმართველი გუნდისთვის – გიორგი კირთაძე

პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ახალ გარემოში მთელ რიგ გამოწვევებს აწყდებიან პოლიტიკური პარტიები. პარტიებს დამატებით გამოწვევას უქმნის პანდემიის პირობებში გართულებული წინასაარჩევნო კამპანია. ვირუსთან ბრძოლა მოითხოვს სოციალური დისტანცირების სხვადასხვა ზომების დაცვას, რაც პარტიებს ურთულებს წინასაარჩევნო კამპანიის „კარდაკარ“ პრინციპის აქტიურად გამოყენებას, მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს, მასობრივ შეკრებებს და ა.შ.

მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა „ერთიანი ნაციონალი მოძრაობის“ წევრები მაინც მხნედ და აქტიურად განაგრძობენ პოლიტიკურ აქტივოვევს საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და რეკომენდაციების ფარგლებში. რა პროგლემებს აწყდებიან ისინი თემასან დაკავშირებით GNN ესაუბრე “ენმ”-ს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარ კანდიდატს, გიორგი კირთაძეს.

 GNN – რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზე?

2020 არჩევნები ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს არის არჩევნები სადა უნდა გადაწყდეს ქვეყნის ბედი – წავა თუ არა ჩვენი ქვეყანა წინ თუ დაბრუნდება უკან  წარსულში რუსეთისკენ, რაც ნიშნავს დაბრუნებას კორუფციისკენეს, კრიმინალისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს ბიძინა ივანიშვილს და გაუშვებს სახლში. ივანიშვილის მმართველობიდან თავის დაღწევა კი ნიშნავს ქვეყნის განვითარებას, სიღარიბის დაძლევასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

GNNკორონავირუსის კრიზისიწინასაარჩევნო გამოწვევა თუ უპირატესობა მმართველი გუნდისთვის

კორონავირუსი ნამდვილად არის მსოფლიო გამოწვევა თუმცა სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად ბრძოლის ნაცვლად კოვიდს იყენებს თავისი პირადი საარჩევნო მიზნებისთვის და ამის უამრავი მაგალითია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სპეციალურად შექმნილი იძულებითი კარანტინი არ აძლევს საშუალებას ჩვენი ქვეყნის ემიგრანტებს საქართველოში დაბრუნდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო პერიოდშიც აქტიურად აგრძელებენ „კოვიდის“გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვლის ჰქონია ზემოთ აღნიშნული ფაქტი უპირატესობა – კოვიდმა კიდევ ერთხელ აჩვენა რომ „ქართული ოცნება“ არის ბოლომდე უუნარო, იმ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რომელიც აქვს საქართველოს.

GNNშეინიშნება თუ არა რუსული პროპაგანდა საქართველოში?

რა თქმა უნდა შეინიშნება! დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები არა თუ ირიბად, არამედ პირდაპირ არიან კავშირში რუსულ სპეცსამსახურებთან. თუნდაც გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ 20 ივნისს, პუტინისა და გავრილოვის დავალებით ბიძინა ივანიშილმა, სპეცრაზმის გამოყენებითა და დათვის ტყვიებით თვალები დასთხარა ახალგაზრდებს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსული ხაზის გაგრძელებაა საქართველოში.

GNNროგორც ფიქრობთ გახდება თუ არა არჩევნების გადადება საჭირო, პანდემიიდან გამომდინარე?

შეიძლება ძალიან უნდოდეს ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გადადება, მაგრამ მე ვფიქრობ არ იქნება ამის საჭიროება. „კოვიდი“ არსად არ აპირებს წასვლას! ამ ფაქტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ეპიდემიოლოგი აღიარებს. ქართველი ხალხი ვერ დაელოდება „კოვიდის“ წასვლას და ივანიშვილის ხელისუფლებას  არ მისცემს იმის უფლებას, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის გაძრაცვა. ლოგიკური და სწორია, რომ შევძლოთ „კოვიდთან“ თანაცხოვრება ნებისმიერ სფეროში და ასევე არჩევნებზეც. უსაფრთხოების წესების დაცვის მაქსიმალური ზომით, ქართველ ხალხს მიეცეს საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატვის საშუალება.

GNN როგორ შეაფასებთ სხვა ოპოზიტიური პარტიების აქტივობას?

მგონია, რომ მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის არის ბიძინა ივანიშვილი, რეალურად მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უიმედობა და უპერსპექტივობა, რომლის სულის ჩამდგმელიც არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ მისი დამარცხების კვალდაკვალ უპერსპექტივობა, უიმედობა და სიღარიბე ამ ქვეყანაშ უნდა დაიძლიოს, რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს ალბათ ყველას რაღაც შანსი აქვთ მითუმეტეს იმ საარჩევნო სისტემით, როლემიც ახლა იქნა მიღებული ჩვენი დიდი ბრძოლისა და ახალგაზრდების შედეგად, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ ჩვენი პოლიტიკური ძალა იქნება გამარჯვებული, რადგან ყველა კვლევა ქუჩაში, ჩვენი მოძრაობა, ყველაფერი ამისკენ მიდის. „ქართულ ოცნებას“ პარტიად არ აღვიქვათ.

 

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...