ბოლო სიახლეები

უკრაინაში ტარიელ ონიანის ძმისშვილი დააკავეს – კიევის პოლიცია ვიდეოს ავრცელებს

კიევში საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ონიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყება, იქვე აქვეყნებს დაკავებულის გამოკითხვის ამსახველ ვიდეო მასალას. მამუკა ონიანი გავლენიანი „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ონიანის ძმისშვილია. თავად „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2013 წელს სტამბულში მიიღო. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი“ მამუკა ონიანი ქვეყანაში კრიმინალური გავლენების დასამკვიდრებლად იმყოფებოდა. ამჟამად ის ქვეყნიდან გაძევების მიზნით დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...