ბოლო სიახლეები

ბასილაშვილმა ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და რომის „მასტერსი“ დატოვა

წარუმატებლად გამოვიდა რომის „მასტერსის“ პირველ წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი. მან პრაქტიკულად ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია იტალიელ ლორენცო სონეგოს, რომელიც კლასიფიკაციის 47-ე ნომერია.

ეს შეხვედრა ძალიან ჰგავდა ბასილაშვილის მიერ ბოლო ტურნირებზე ჩატარებულ მატჩებს. როგორც ეს ხშირად ხდებოდა, მან პირველმა შეძლო ბრეიკის შესრულება და წინ გასვლა, რის შემდეგაც მეტოქეს სრულად გადაულოცა ინიციატივა. 1:3 ჩამორჩენის შემდეგ, სონეგომ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო და სეტებში წინ გავიდა.

მეორე სეტის მეორე გეიმში ბასილაშვილმა ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, რის შემდეგაც თავად ორჯერ წააგო საკუთარი გეიმი და მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო.

სონეგომ სულ რაღაც საათსა და 20 წუთში გაიფორმა მეორე წრეში თამაშის უფლება. მატჩის საბოლოო ანგარიშია 6:3, 6:1 იტალიელის სასარგებლოდ.

ბასილაშვილისთვის ეს იყო ზედიზედ მეექვსე მარცხი. ამ სეზონში მას 15 თამაშში ოთხი მოგება და 11 წაგება აქვს.

ავტორი – გიორგი თვალაბეიშვილი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...