ბოლო სიახლეები

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა ოქრიაშვილის ფრაქცია „ქართული ოცნება – რეგიონებისთვის“ გაუქმდა. შესაბამისი ინფორმაცია ბიუროს სხდომას წარედგინა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ფრაქციის შემადგენლობა ოთხმა წევრმა დატოვა, რომელთა შორის არიან თავად, გოგი მეშველიანი, კობა ლურსმანაშვილი და ანზორ ბოლვაძე.

აღნიშნული დეპუტატების გადაწყვეტილება კახა ოქრიაშვილის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება, რომელმაც პარტია შექმნა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...