ბოლო სიახლეები

შვედეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ნაღდ ფულს აღარ გამოიყენებს

შვედეთში ინტერნეტ ბანკინგი იმდენად გავრცელებული სერვისია, რომ ახალგაზრდა მოქალაქეების ნაწილს ხელში ნაღდი კუპიურა არც კი ჭერია. როგორც Forbes-ი წერს, შვედეთი ადრეც ფიქრობდა ნაღდი ფულის ხმარებიდან სრულიად ამოღებაზე, თუმცა, პანდემიამ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებისკენ უფრო მეტად უბიძგა. თუმცა, ბანკირების თქმით, ქვეყნის ეს გადაწყვეტილება მრავალ რისკს მოიცავს.

Bloomberg-ის ცნობით, შვედეთში უკვე წლებია, რაც ნაღდი ფულის ბრუნვა შემცირებულია. ჯერ კიდევ 2018 წელს, ნაღდი ფულის ბრუნვა შვედეთის შიდა პროდუქტის 1.3%-ს წარმოადგენდა. შესადარებლად, 2018 წლის მონაცემებით აშშ-ისთვის ნაღდი ფულის ბრუნვა მთლიანი შიდა პროდუქტის 8.2%-ს შეადგენდა, ევროპისთვის კი 10.9%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულის ამოღება ბევრ დადებით მხარეს მოიცავს, ბანკირები შიშობენ, რომ მისი უარყოფითი მხარეების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. შვედეთის ცენტრალური ბანკის უფროსი, სტეფან ინგვესი ამ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს და ბევრ კითხვას სვამს. მაგალითად, რა მოხდება, თუ ციფრულ ქსელში შეფერხებები წარმოიქნა? რა მოხდება კიბერ-შეტევის შემთხვევაში? ინტერნეტ ბანკებზე განხორციელებული კიბერ-შეტევები ბანკის ფიზიკურად გაძარცვაზე უფრო საშიშია.

კითხვაზე თუ რა მოხდება, თუ ციფრული ქსელი დროებით შეჩერდა, პასუხის გაცემა რთულია. ქვეყანაში ნაღდი ფულის რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ შეფერხების შემთხვევაში ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს. პანდემიამ ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო რთულ ამოცანად აქცია. შვედი მოსახლეობა ნაღდ ფულს პანდემიამდეც არ იყენებდა, ახლა კი ფულთან შეხებას მოქალაქეები ჯანმრთელობისთვის საშიშროებად აღიქვამენ.

შვედური ბანკის, Klarna-ს მიხედვით პანდემიამდე ტრანზაქციების 63% უკონტაქტოდ სრულდებოდა, დღესდღეობით კი ეს რიცხვი 73%-ს გაუტოლდა.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის მშობლების მიერ მიცემული ჯიბის ფულიც ნელ-ნელა ონლაინ ინაცვლებს. ივნისის მონაცემებით, შვედეთის ბავშვების მხოლოდ 16%-ს აქვს ჯიბის ფული ნაღდი კუპიურის სახით. შვედეთის უდიდესი ბანკი, Svenska Handelsbanken-ი ბავშვებს ონლაინ-ყულაბასაც კი სთავაზობს, რომლის მართვასაც ისინი საკუთარი ტელეფონებიდან შეძლებენ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...