ბოლო სიახლეები

“ივანიშვილს მძიმე მომავალი ელის! ვინც დღეს ელაქუცება, ყველა უკლებლივ გაწირავს და იტყვის, ჩვენ მის დავალებებს ვასრულებდითო”

პოლიტიკური პარტია “ტრიბუნა”-ს ლიდერი, დავით ჭიჭინავას განცხადებით ბიძინა ივანიშვილს მძიმე მომავალი ელის, ის ხალხი, ვინც დღეს ელაქუცება, ყველა უკლებლივ დაადებს ხელს და იტყვიან, რომ ჩვენ ივანიშვილის დავალებებს ვასრულებდითო და გასწირავენ.

“ზოგადად, მე ვიძახი, რომ ხელისუფლებაში ყოფნა აღარ იქნება ტკბილი, რადგან გასაძარცვი ცოტაღა დარჩა და ეკონომიკა ემხობათ თავზე. ბიუჯეტიდან მალე მოსაპარი აღარაფერი იქნება, ისეთ დღეში ჩააგდეს უკვე  ქვეყანა. არც მალავენ ამას. გიორგი გახარიამ განაცხადა, მომავალი წელი მძიმე იქნებაო. ამათთვის უკვე დაბნელდა, ხელს აფათურებენ სიბნელეში. პროგრამა ამათ არ აქვთ, გეგმა ამათ არ აქვთ. ახლა, იმას რომ იტყვიან, 5%–იანი ეკონომიკური ვარდნა წინსვლააო, მაგის მერე რაღა უნდა ელაპარაკო? ნათია თურნავა, ივანე მაჭავარიანი, გიორგი გახარია, რა გითხრათ ახლა, ეს ყველაზე დიდი ანომალიაა, რაც შეიძლება მომხდარიყო – ამათი მინისტრობა და პრემიერ–მინისტრობა. ბუღალტრის კურსები აქვთ ზოგს გასავლელი. მაჭავარიანს ეგ კურსები „ჯეოსელში“ აქვს გავლილი. აი, გახარიას და თურნავას, პირდაპირ გეტყვი, სხვისი მსახურების მეტი არაფერი უკეთებიათ.

ვისაც ემსახურებოდნენ, ისინი ამ ქვეყანას მხოლოდ ძარცვავდნენ.  ვანო ჩხარტიშვილის მსახურმა რა უნდა შექმნას სასიკეთო ამ ქვეყანაში? ეკონომიკა დანგრეულია და ხალხი მძიმე დღეშია. აღარ შეეგუებიან ამათ პარპაშსა და შავი „ჯიპებით“ გრიალს. გადმოსვამენ მაგ მანქანებიდან. გასაქცევად რომ ექნებათ მალე საქმე, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ არც  გაქცევა იქნება მაგათთვის გამოსავალი. ამ და კიდევ მრავალმა სხვა ადამიანმა, ვინც ეს ქვეყანა ასეთ დღეში ჩააგდო, პასუხი უნდა აგონ. ბიძინა ივანიშვილს მძიმე მომავალი ელის. ასეთი დამოკიდებულება ხალხისადმი, მას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ის ხალხი, ვინც დღეს ელაქუცება, ყველა უკლებლივ დაადებს ხელს და იტყვიან, რომ ჩვენ ივანიშვილის დავალებებს ვასრულებდითო და გასწირავენ. ახი კი იქნება მასზე. ეს დრო მალე მოვა, შორს არ არის. ყველა აგებს პასუხს მართლმსაჯულების წინაშე, ყველა!” – აცხადებს ჭიჭინავა.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...