ბოლო სიახლეები

აშშ-ის პასუხი ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმაზე 1000-ჯერ უფრო მძლავრი იქნება – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ირანი, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, აშშ-ის წინააღმდეგ თავდასხმას განახორციელებს, აშშ მას საპასუხო, 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ირანი, ტერორისტი ლიდერის, ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით, შესაძლოა, აშშ-ის წინააღმდეგ მკვლელობას ან სხვა თავდასხმას გეგმავდეს. ირანის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმას აშშ 1000-ჯერ მძლავრი თავდასხმით უპასუხებს“ – წერს პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...