ბოლო სიახლეები

ოკუპანტებმა დღეს დილიდან შიდა ქართლის სოფლებში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს

ოკუპანტებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. ახალი ფაქტები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

დილიდან ოკუპანტებმა მუშაობა განაახლეს ხურვალეთშიც. ატოცში საოკუპაციო ხაზთან დადგმულია სათვალთვალო კოშკი, ზემო ნიქოზში უკვე არსებულ გამყოფ ღობესთან 5-10 მეტრში ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავლებულია ახალი მავთულხლართი.

ოკუპანტების გააქტიურებას ადასტურებენ ატოცის მცხოვრებლებიც. მათი თქმით, თუ აქამდე ო​კუპანტები ტექნიკით მხოლოდ პატრულირების მიზნით გადაადგილდებოდნენ, ბოლო დღეები ისინი სამშენებლო მასალით გამოჩდნენ.

მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან მიახლოებას ერიდება. საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკვე გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული უკანონო აქტივობა წარმოადგენს საოკუპაციო ძალების მორიგ სახიფათო და უკიდურესად დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს და ხელყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...