ბოლო სიახლეები

„ენმ“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.

ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას.

„საზოგადოებას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ, არათუ დაიშალა, არამედ ძალა და რესურსი შეემატა, მათ შორის ინტელექტუალური. პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რათა საქართველომ დაიბრუნოს თავისუფლება განვითარების გზაზე“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც საარჩევნო ბლოკის პრეზენტაციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბლოკში გაერთიანება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ამ პარტიის არსებობა აწუხებს.

„პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც კომპლექსები და არც სიყვარული. პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთი ინტერესები, რათა ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. „რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“გავერთიანედეთ საარჩევნო ბლოკში „ძალა ერთობაშია“, რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ამ ძალის განადგურებაზე საუბრობენ პრემიერები, თავდაცვის მინისტრები, რადგან ისინი ახმოვანებენ ბიძინა ივანიშვილს. გავერთიანდით, რათა „რესპუბლიკელებმა“ შევიტანოთ ჩვენი წვლილი, რათა ამ არჩევნებზე ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ძლიერი კოალიციური მთავრობა“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...