ბოლო სიახლეები

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი „ეი-ბი8“ საწყის ეტაპზე თაგვებზე წარმატებით შემოწმდა

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი „ეი-ბი8“ (Ab8) საწყის ეტაპზე თაგვებზე წარმატებით შემოწმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო ჟურნალი, „სელი“ (Cell) ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა პრეპარატი, „ეი-ბი8“თაგვებზე გამოსცადა, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას დაავადების საწყის ეტაპზე წარმატებით ებრძვის.

ჟურნალი წერს, რომ თაგვებსა დ ზაზუნებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედიკამენტი „ეი-ბი8“ შესაძლოა, კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკსითვის იქნეს გამოყენებული. ამავე დროს, პრეპარატი არ ურთიერთქმედებს ადამიანის მემბრანის ცილებთან, არ უკავშირდება ჯანმრთელ უჯრედებს და არასასუსრველ გვერდით ეფექტებს არ იწვევს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ანტისხეულების კომპონენტისგან შექმნილი პრეპარატი კორონავირუსს ახალი უჯრედების დაინფიცირების შესაძლებლობას არ აძლევს, ამიტომ უმჯობესია მისი გამოყენება დაავადების საწყის ეტაპზე. პრეპარატის უპირატესობებში შედის ინჰალაციის გამოყენების შესაძლებლობა, ასევე ის ფაქტი, რომ მისმა მცირე დოზამაც კი გამოიწვია პნევმონიის შემსუბუქება.

პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა უმცირესი ბიოლოგიური მოლეკულის განცალკევება შეძლეს, რომელიც „კოვიდ 19“-ის გამოწვევს ვირუსს სრულად ანეიტრალებს. სწორედ ეს ანტისხეულის კომპონენტი იქნა გამოყენებული მედიკამენტ „ეი-ბი8“-ს შესაქმნელად.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...