ბოლო სიახლეები

კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო, თუმცა საგანგაშო არაფერია – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო. როგორც ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ რვა თვის განმავლობაში მუდმივად შეინარჩუნოს ვირუსის გავრცელების ძალიან დაბალი დონე.

ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს შეზღუდვების მოხსნაზე, მობილობის გაზრდაზე, შიდა ტურიზმის გააქტიურებასა და მოქალაქეების მხრიდან ყურადღების მოდუნებაზე, რამაც ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. თუმცა, ცერცვაძე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში საგანგაშო არაფერია და მკაცრი საგანგებო ზომების კვლავ გამოცხადებასა და საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებას არ გამოიწვევს.

„შემთხვევების მატება კარგი არ არის, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რადგან შეუძლებელია, რომელიმე ქვეყანამ რვა თვის მანძილზე მუდმივად შეინარჩუნოს ვირუსის გავრცელების ძალიან დაბალი დონე. მითუმეტეს, რომ შეზღუდვები მთლიანად იყო მოხსნილი. იყო მიბილობის პერიოდი, შიდა ტურიზმი იყო მაქსიმალურად გააქტიურებული, განსაკუთრებით ზღვისპირეთში. ადრე ვირწმუნეთ, რომ საფრთხე ჩავლილია. ადამიანებს აქვთ ასეთი ჩვევა, რომ თუ ისინი უშუალოდ იმ წუთში საფრთხეს ვერ ხედავენ, მათი ყურადღება დუნდება – ამანაც ითამაშა გარკვეული როლი. ყველამ იცის, ბოლო პერიოდში რეგულაციები არ სრულდებოდა ისე, როგორც თავიდან. მიმაჩნია, რომ საგანგაშო არაფერი არ არის. თუ შეიძლება ეს ტერმინი ვიხმაროთ, ნორმალური პროცესია და მოსალოდნელი იყო. ამას არ მოჰყვება ხელახლა რამე მკაცრი საგანგებო ზომების გამოცხადება და კარანტინი, თუმცა ევროპის და ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა უკვე ფიქრობს განმეორებით ე.წ. ლოქდაუნებზე, ანუ მკაცრი საკარანტინო ზომების გამოცხადებაზე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ინფორმირებული არჩევანი, მედია ამაში გადამწყვეტ როლს ასრულებს

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე ...