ბოლო სიახლეები

შემოდგომაზე იქნება გრიპის პიკი, მაგრამ ამას გავუმკლავდებით – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელი ვირუსები გაართულებს „კოვიდ-19“-ის მართვას და ზოგადად ეპიდვითარებას.

თუმცა, როგორ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას აღნიშნა, გადაჭარბებული საფრთხის მოლოდინი არ უნდა შეიქმნას.

„დიახ, იქნება გრიპის პიკი, ცუდია, რომ თანხვედრა იქნება, მაგრამ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ გვაქვს კარგად გმართული სადიაგნოსტიკო სისტემა, ლაბორატორიული „პისიარ“ ტესტებით და სხვა მეთოდებით. სხვა მეთოდებს ძირითადად გრიპისთვის ვგულისხმობ. დღეში 10-11 000 გამოკვლევა ტარდება კოვიდზე. საჭიროების შემთხვევაში, გრიპზეც ჩატარდება ამდენი გამოკვლევა, როცა დაიწყება გრიპის სეზონი. იოლად მოხდება ლაბორატორიულად გრიპის და კოვიდის დიფერენცირება. ეს მოხდება 12 საათის განმავლობაში, ასევე, დიფერენცირებულად მოხდება ამ პაციენტების ტრიაჟი კლინიკებში“ – განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციების შესრულება მოქალაქეებს სეზონური გრიპისგანაც დაიცავს.

„თუ იქნა, მე მგონია, არ იქნება, მაგრამ იცავს პანდემიური გრიპისგანაც. მაგალითად, როგორიც იყო ბოლოს 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპი. რეგულაციები და პრევენციული ღონისძიებები აბსოლუტურად ერთნაირია. ექიმებმა შეიძინეს ძალიან სერიოზული გამოცდილება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კოინიკური მართვის მენეჯმენტის მხრივ პრობლემა არ იქნება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...