ბოლო სიახლეები

ფოთში კერძო სკოლის პედაგოგებმა აქცია გამართეს

ფოთში, კერძო სკოლის პედაგოგებმა აქცია გამართეს. შეკრებილებმა დისტანციური სწავლების ფორმა გააპროტესტეს. თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის და სკოლებშიც ყველა პირობაა შექმნილი, რომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდეს. აქციის მონაწილეებმა განათლების სამინისტროს თხოვნით მიმართეს, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ახალი ბრძანება დაწეროს.

,,დისტანციური სწავლების ფორმა არ არის მისაღები ფორმა, ამაზე ყველა ცალსახად თანხმდება – განათლების სამინისტროს ბრძანებულებაში, რომ სკოლა ვალდებულია, პირველ მეოთხე კლასელებს დასწრებითი სწავლების ფორმა შესთავაზოს. რას ვაკეთებთ დღეს, ანუ დიდ ქალაქებში გამოაცხადეს სასწავლო პროცესი ჩაშლილად, გაკვეთილების ჩატარების ტრადიციული ფორმა არ გვაქვს.

ჩვენი უმორჩილესი თხოვნა არის, მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ამ კვირაშიც შეუძლიათ ახალი ბრძანება დაწერონ, სწავლა არა პირველ ოქტომბერს დაიწყოს, არამედ რაც შეიძლება, სწრაფად. ჩვენს ქალაქში ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის. ამიტომ, თუკი უნდა დაიკეტოს სკოლა, მაშინ არ შემოვიდეს ტურისტი, დაიკეტოს სხვადასხვა დაწესებულებები და რას მოგვიტანს ეს? ძალიან დიდ რისკებს! ამიტომ, სკოლების დაკეტვა ესეც არის დიდი რისკის შემცვლელი, რასაც ცოტა ხანში დავინახავთ, რომ ეს არის ძალიან ცუდი მიმართულებით წასული ჩვენი ახალგაზრდა თაობა. ჩვენ გვჭირდება სწავლა, განათლება, დასწრება საკლასო ოთახებში ტრადიციული ფორმით“ – განაცხადა რეგიონალური კერძო სკოლების საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორმა თამარ ფაჩულიამ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...