ბოლო სიახლეები

ზესტაფონში, „ფეროს რელსებთან“ 15-18 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება

15-18 სექტემბერს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე ზესტაფონში „ფეროს რელსებთან“ მოძრაობა შეიზღუდებაამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული, ხოლო ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე (ე.წ. „ფეროს რელსებთან“), შპს „ბორანის“ მიერ დაგეგმილია დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების წარმოება, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე 15, 16, 17 და 18 სექტემბერს, 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში მსუბუქი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ზესტაფონის გავლით. ხოლო, მაღალი ტვირთამწეობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 196-ე კმ-ზე, მესიგნალეების მეშვეობით, ცალმხრივად გავლის რეჟიმში.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო გზის ჩაკეტვის ადგილები ღამის საათებში იქნება განათებული. ორგანიზაციის მიერ სამუშაო ობიექტზე, განთავსდება დროებითი მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებები. ასევე, სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე, გამოყოფილი იქნებიან საჭირო რაოდენობის სპეციალური ფორმითა და ალმით სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლი, რომლებიც უზრუნველყოფენ საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით“ – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება. როგორც თბილისის ...