ბოლო სიახლეები

“ქართული ოცნება” ბილბორდების პარტიად გადაიქცა – ლევან კობერიძე

„მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა“ – ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა. მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭვირვალე პარტია და ასევე  აპირებს არჩევნების ჩატარებას, თუმცა მათი ქცევები ევროპულ სტანდარტებს სცდება.

„ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება მათი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან. არ მიდიან ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელონ და დისკუსია გამართონ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ  საუბრობენ  ეთერებში, გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობენ. ეს ყველაფერი არ ჯდება მათ განცხადებაში, რომ ევროპული სტანდარტისკენ მიდიან. მთელი ქალაქი გავსებული აქვთ ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება,  ყველა ადგილი დაკავებულია მათ მიერ. მოსახლეობისთვის კი სათქმელი არაფერი აქვთ“ – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...