ბოლო სიახლეები

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ დღევანდელი წინასასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.

„მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში. ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა, ლელა გოგოლაძემ.

საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, პროკურატურას დადებითი პოზიცია აქვს ზოგადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ.

„ამ შემთხვევაში ეს ბრალდებულების გადასაწყვეტია. თითოეული ბრალდებული თავად გადაწყვეტს, მისი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა“ – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...