ბოლო სიახლეები

16 სექტემბრის ანონსი

16 სექტემბერს, 09:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “ბილტმორში”გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა იხსნება.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და UNWTO-ის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახსნიან.

16 სექტემბერს, 10:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენცია გაიმართება

16 სექტემბერს, 10:30 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში, ’’ ევროპული საქართველოს’’ შტაბის უფროსის სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: სამინისტროებსა და სსიპ-ებში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება.

მის : ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია – 5 99 43 43 08

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას N7

საკონტაქტოი: გვანცა პაპავაძე – 591 004 931

16 სექტემბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაია განცხადებას გააკეთებს.

თემა: გაუარესებული ეპიდვითარება ქვეყანაში – გავლენა ეკონომიკაზე, რისკები და მოსალოდნელი შედეგები. რა ელის ლარის კურსს?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „კორონავირუსი“ აფხაზეთში; კანონპროექტი პარლამენტში, რომელიც აფხაზეთში მაცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულად მინიჭებას ითვალისწინებს; ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტი მოსკოვში.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა – 599726565

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარტია „სამართლიანობისთვის“ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი, პარტია „სამართლიანობისათვის“ ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ავტორი, მედიცინის დოქტორი ბატონი ზაზა წერეთელი გამართავს ბრიფინგს.

თემა: კოვიდ პანდემიის მწარე გაკვეთილები და გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ პრევენციისთვის უნდა გამოვიყენოთ.

მის: შარტავას ქ 16 ა.

საკონტაქტო: დოდო შონავა

საკონტაქტო: 577 51 83 33

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, და „ერთიანი საქართველო“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

მის: კახეთის გზატკეცილი.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან “ლელოს” ერთ ერთი ლიდერი და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე გამართავს ბრიფინგს ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულთა პრობლემების და ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირებების შესახებ.

მის: მთავრობის კანცელარია. ინგოროყვას ქუჩა. საკონტაქტო: 577624445

16 სექტემბერს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: გაუარესებული ეპიდვითარება ქვეყანაში – გავლენა ეკონომიკაზე, რისკები და მოსალოდნელი შედეგები. რა ელის ლარის კურსს?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარტია “ქართული არჩევანის” თავმჯდომარე ბეჟან გუნავა თავის თანამოაზრეებთან ერთად შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავს და მოითხოვს მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას.

თემა: 6 წლის გაგა გორგაძისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მოთხოვნა.

მის: აკაკი წერეთლის N144, ჯანდაცვის სამინისტრო.

საკონტაქტო: 555119757

16 სექტემბერს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)​

16 სექტებმერს , 13;00 საათზე, სასტუმრო „ ჰოლიდეი ინნთან“, კოსტავას გამზირზე, პოლიტიკური პარტია „პროგრესული საქართველო“ და უკმაყოფილო მძღოლები ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ და სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას გააკრიტიკებენ!

მის: თბილისი, კოსტავას გამზირი, სასტუმრო „ ჰოლიდეი ინნი“.

საკონტაქტო: გიორგი კვაბზირიძე – 599566999

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან აქციას გამართავს.

თემა: ზუგდიდში, ე.წ ვექტორის დასახლებაში მცხოვრები დევნილები, 3თვეზე მეტია, სამხარაულის ბიუროსგან დასკვნას ელოდებიან, რის მიხედვითაც უნდა შეფასდეს არის თუ არა მათი საცხოვრებელი კორპუსი ნგრევადი.

მის: ბოხუას 43

საკონტაქტო: 557494724

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ივენთ მენეჯერებსა და იმ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილები დაკარგეს და ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ

მის: წერეთლის 118 გამოფენის ტერიტორია კინო პავილიონთან

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...