ბოლო სიახლეები

მოვწყდი მედია-სივრცეს, 7 ათას ადამიანს პირადად შევხვდი – რას წერს ნიკა მელია

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:

“Edisson Reaserch- ის კვლევის ეს შედეგი მარტო მე კი არა, ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ძალიან აქტიურადაა ჩართული ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24 სააათი ჩემ გვერდითაა ეს სამი თვეა.

მადლობა შტაბის წევრებს, თანაპარტიელებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ ჩემი, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის. მადლობა ახალგაზრდებს – მართლა წარმოუდგენელ ძალას მმატებს მათი ყოველდღიური თანადგომა….

მადლობა მეგობრებს ცხოვრებიდან და მეგობრებს ფბ-დან. ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრების, ჩემი პირადი მეგობრების გარდა, მართლა ძალიან ბევრი გლდანელი, ავჭალელი, მუხიანელი ფბ მეგობარი მეხმარება უანგაროდ.

და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ხალხს, რომელიც ნდობას მიცხადებს.

5 ივნისს დავიწყე საარჩევნო კამპანია და დღემდე 7 ათასამდე ადამიანს პირადად შევხვდი სხვადასხვა ფორმატში. პრაქტიკულად მოვწყდი მედია-სივრცეს, უარს ვამბობდი სატელევიზოო ეთერებზეც, ჩემი არჩევანი იყო – უფრო მეტი დრო დამეთმო ამომრჩევლისთვის. მალე კიდევ უფრო აქტიური და ინტენსიური გახდება კამპანია, ვისაც აქვს სურვილი რომ შემოგვიერთდეს – ჩაერთოს გლდანის საარჩევნო კამპანიაში, მომწეროს პირადში.

ამ შემთხვევაში, აუცილებელი არაა გლდანის რაიონის ამომრჩეველი იყოს, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი ერთგული დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე, საარჩევნო უბანთან რომ გამარჯვება ვიზეიმოთ პირველივე ტურში!

გამარჯვების დროა!”

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...