ბოლო სიახლეები

ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი თუ ვერ გადალახა, მეორე ტურში ოლქებშიც წააგებს – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფორმულას ეთერში აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების გასაღები გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია:

“ეს მონაცემები ზღვარზე გადის და მოვლენების ნებისმიერი განვითარების თეორიული შანსი რჩება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნების შედეგების გასაღები გადაუწყვეტელ ამომრჩეველშია, ამ ფრონტზე განვითარდება ძირითადი ბატალიები. ეს ამომრჩეველი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდება. ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციის კამპანიაში, ხელისუფლების კამპანიაზე ეს დამოკიდებული არაა. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევს ხმას თუ ოპოზიციაში მისთვის ღირსეულ არჩევანს ვერ ნახავს და გადაწყვეტს ერთჯერადად გაიყიდოს.

მაჟორიტარულ არჩევნებში ტოტალური მეორე ტურები გვექნება. ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი თუ ვერ გადალახა, მაშინ მეორე ტურში მაჟორიტარულ ოლქებში ძალიან ბევრგან წააგებს. ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს მას. იმიტომ, რომ მეორე ტურებში ამომრჩეველი ძალის ცენტრებისკენ იხრება და თუ გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლება შესუსტებულია, შეიძლება, მას სერიოზული სიურპრიზები ელოდოს”.

წყარო: “ალია”

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...