ბოლო სიახლეები

Edison Research: უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას, 57%-ს, სურს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტია ან პარტიები იხილოს. შესაბამისად, 43% ამბობს, რომ სურს, უმრავლესობაში “ქართული ოცნება” დარჩეს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...