ბოლო სიახლეები

კვლევა: ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე, სააკაშვილი – ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რესპონდენტების ყველაზე დიდი წილი – 25% – ამბობს, რომ ოპოზიციური კოალიციის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში, დავით ბაქრაძე უნდა იყოს.

პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

დავით ბაქრაძე – 25%;
გიორგი ვაშაძე (სტრატეგია აღმაშენებელი) – 19%;
გრიგოლ ვაშაძე – 18%;
მიხეილ სააკაშვილი – 15%;

აღსანიშნავია, რომ ეს კითხვა დაუსვეს იმ ამომრჩევლებს, რომელთაც პარლამენტის მმართველის როლში არა ქართული ოცნების, არამედ სხვა პარტი(ებ)ის ხილვა სურთ. გამოკითხვის მიხედვით, ასე მოსახლეობის 57% ამბობს.

ამასთან, კვლევის ჩატარების პერიოდში პრემიერობის კანდიდატად ჩამოთვლილთაგან მხოლოდ გიორგი ვაშაძე იყო ოფიციალურად დასახელებული. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილი კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. დავით ბაქრაძე და გრიგოლ ვაშაძე პარტიების მიერ პრემიერობის კანდიდატებად არ დასახელებულან.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ახალი კორონავირუსის პანდემია 2021 წლის ზაფხულისთვის თავისით დასრულდება, თუმცა ...