ბოლო სიახლეები

კასპში მკვლელობა მოხდა

კასპში, სამასი არაგველის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. შუახნის მამაკაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორ პირს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 45 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაიჭრა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ვერსიით, მამაკაცებს შორის დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ჯანმრთელობის დაზიანება) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) დაიწყო.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...