ბოლო სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.

„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – ექვსი, ქვემო ქართლი – ხუთი, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, ნცხეთა-მტიანეთი – ორი, კახეთი -ერთი“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...