ბოლო სიახლეები

ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი სეზონის ჩატარებას აპირებს

მომდევნო სეზონში ჰოკეის ეროვნული ლიგა სრულფასოვანი რეგულარული ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს – თითო გუნდისთვის 82 მატჩით და ოთხრაუნდიანი პლეი ოფით – განაცხადა NHL-ის კომისარმა გარი ბეტმენმა. მან არ გამორიცხა, რომ ახალი ჩემპიონატი დეკემბრის ბოლოს დაიწყება, შესაძლოა, იანვარში. თავდაპირველი გეგმით, ლიგა მომდევნო სეზონის დაწყებას პირველ დეკემბერს აპირებდა.

„ვფიქრობ, რომ მომდევნო სეზონი სრული მოცულობით გაიმართება. თითოეული გუნდი 82 მატჩს ჩაატარებს და პლეი ოფიც ჩვეული იქნება. როდის და როგორ? ჯერჯერობით, არასაკმარისი ინფორმაცია გვაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ.

ვისურვებდი, რომ ზაფხული მაქსიმალურად თავისუფალი იყოს. ჩვეულებრივ, ჩვენ გვიყურებენ შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე. ყოველთვის ვცდილობთ სეზონის ივნისის ბოლოს დავასრულოთ. წელს ჩვენთვის პრინციპულად მნიშნელოვანი იყო გვეთამაშა ივლისის ბოლოს, აგვისტოსა და სექტემბერში. ძალიან გვინდა თავიდან ავიცილოთ ზაფხულში თამაში და ასეც მოვიქცევით, თუ ამგვარი შესაძლებლობა იქნება. მაგრამ ჯერ ადრეა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა“ – განაცხადა ბეტმენმა.

მისი თქმით, NHL-მ შეიძლება მომდევნო სეზონი მაყურებლების გარეშე დაიწოს, შემდეგ კი თანდათანობით შეავსოს ტრიბუნები.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...