ბოლო სიახლეები

თბილისის მეტრო დღეიდან ჩვეული რეჟიმით იმუშავებს

თბილისის მეტრო დღეიდან მგზავრებს ჩვეული რეჟიმით, დილის 06:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის პირველი ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 23:00 საათამდე მუშაობდა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი. პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მლნ. დოლარი იყო გამოყოფილი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...