ბოლო სიახლეები

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ტაჯ მაჰალი იხსნება

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთის მთავარი ღირსშესანიშნაობა ტაჯ მაჰალი იხსნება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ძალაში დარჩება შეზღუდვები, როგორიცაა პირბადის ტარება, თერმოსკრინინგი, ასევე დამთვალიერებლები ვალდებული იქნებიან ტერიტორიაზე დისტანცია დაიცვან.

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 87 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 130 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსი 5,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 87 882 ადამიანი.

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ანრი ოხანაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა – ამის შესახებ ...